ევექსი ჰოსპიტლები ალტე უნივერსიტეტსა და EADA Business School Barcelona-თან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

აღმასრულებელი მენეჯერებისთვის ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი 29 სექტემბერს დაიწყო. ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომლები პროგრამის სრულ კურსს გაივლიან, რომელიც ექვსი მოდულისგან შედგება. მოდულები კი, თავის მხრივ, აერთიანებს ინოვაციური მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, ხარისხისა და საოპერაციო მენეჯმენტის, მარკეტინგისა და რესურსების მართვის ინდივიდუალურ პროგრამებს.

სასერტიფიკატო კურსი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 2 მოდული თბილისსა და ბარსელონაში, ხოლო 4 – ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში ორგანიზაციების სტრატეგიულ მუშაობასა და ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერებას.

ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებზეა დაფუძნებული, ალტე უნივერსიტეტმა ეადასთან პარტნიორობის ფარგლებში შექმნა. EADA – Business School Barcelona in Europe ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ინოვაციური ბიზნეს სკოლაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესის სფეროში ჩატარებულ კვლევებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სატრენინგო პროგრამებს სთავაზობს. მისი მიზანია კურსების თითოეული მონაწილე გლობალური ხედვით აღჭურვოს. The Financial Times-ის სიისა და საერთაშორისო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების (EQUIS, AMBA) მიერ ის აღიარებულია, როგორც ხარისხიანი და სიღრმისეული გამოცდილების მქონე ინსტიტუტი.

 

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …