დღეს სემეკის ოფისში პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის”ფინალი გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ოფისში, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირის მონაწილეები წყალმომარაგების სატარიფო საკითხებზე იმსჯელებენ. ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები.

შეგახსენებთ, რომ დებატების ეროვნული ტურნირი ტარდება სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი …