დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში  სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ.

„დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …