დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, კახეთის რაიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 999 270 ლარს, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულმა შეადგინა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები, რომლებშიც გაზრდილი მოცულობების შეტანის გზით, დამკვეთისგან ზედმეტად მოითხოვა და თაღლითურად დაეუფლა 244 623 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …