დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი
– საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. ასეთია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალს ასახავს.

უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით მეტი).
2023 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით  გაზრდილია 279.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა (გასული
წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 208.8 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …