დავით ჯანიაშვილი: უმაღლესი ხარისხის, თეთრი და შავი მეტალოპლასტმასის წარმოება, ხარისხიან პროდუქციაზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა

თბილისი (BPI) – კომპანია “ალუტექ ჯორჯია“ პროფესიონალთა გუნდმა 2018 წელს დააფუძნა, რომელიც საწყის ეტაპზე ალუმინის მასალის, აქსესუარების, მექანიზმებისა და სხვა სამონტაჟო მასალის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებდა. კომპანიამ პირველივე დღიდან აქცენტი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე გააკეთა.

2 წელიწადში ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმომდე გაიზარდა, რაც ასორტიმენტის გაზრდაშიც გამოიხატა. დღეს კომპანია უმაღლესი ხარისხის, 2 ფერის (თეთრი და შავი) მეტალოპლასტმასის ნედლეულის რეალიზაციას და მისგან დამზადებული კარ-ფანჯრის მონტაჟსაც ახორციელებს. წარმოებაში დანერგილი მაღალი სტანდარტის გამო, კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნულ სფეროში, რაც გამომდინარეობს პროდუქციის ხარისხისა და ფასის ძალიან კარგი კომბინაციით. კომპანიამ წელიწადნახევრის განმავლობაში ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი შეიტანა, ხელფასის სახით კი 2 მილიონი ლარია გაცემული.

კონკრეტულად როგორ დაიწყო კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება და ამჟამად რას სთავაზობს მომხმარებელს, კომპანია “ალუტექ ჯორჯიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით ჯანიაშვილი საუბრობს:

-რომელი წლიდან შემოვიდა კომპანია „“ალუტექ ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე და რა ინვესტიციით?

-კომპანია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2018 წლის 1 იანვრიდან. თავიდან კომპანიამ 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. შემდგომში პროდუქციის რაოდენობის და სახეობის ზრდასთან ერთად კომპანიის საინვესტიციო მოცულობა დამატებით 1,5 მლნ ლარით გაიზარდა.

-თავდაპირველად რამდენი სახეობის პროდუქციას აწარმოებდა და ახლა რა სიტუაციაა? უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რამდენი დასახელების პროდუქტს უშვებთ და სად ხდება მისი რეალიზაცია?

– კომპანიამ თავიდან დაიწყო ალუმინის მასალის, აქსესუარებისა და მექანიზმების და სხვა სამონტაჟო მასალების იმპორტი და რეალიზაცია. პარალელურად, ადგილზე წარმოების შედეგად მიღებული კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების რეალიზაცია და მონტაჟი. შემდგომში აღნიშნულ პროდუქციას და მომსახურებას დაემატა: შიდა და გარე მოაჯირების წარმოება და მონტაჟი, კომპოზიტური პანელების და ვენტილირებადი ფასადების მოწყობა-მონტაჟი, როგორც მყარი ისე კეცვადი გადახურვების მოწყობა-მონტაჟი, უჟანგავი ლითონის აქსესუარებისა და მექანიზმების რეალიზაცია-მონტაჟი, მეტალოპლასტმასის პროფილების რეალიზაცია და წარმოებული კარ-ფანჯრების მოწყობა-მონტაჟი, გალვანიზირებული ფოლადის პროფილების წარმოება-რეალიზაცია.

-როგორც ვიცი, ახლახანს გააფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი, საუბარია მეტალოპლასტმასზე, თუ შეიძლება ცოტა ვრცლად მოგვიყვეთ აღნიშნულ სიახლეზე?

-ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, 2 ფერის (თეთრი და შავი) მეტალოპლასტმასის ნედლეულის რეალიზაციას და მისგან დამზადებული კარ-ფანჯრის მონტაჟს. აღნიშნული სიახლე განაპირობა ხარისხიან პროდუქციაზე არსებულმა მოთხოვნამ და ალუმინთან შედარებით დაბალმა ფასმა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შავი ფერის პლასტმასის მასალა და შესაბამისად მისგან დამზადებული პროდუქცია ვიზუალურად ძალიან ახლოს არის იგივე ფერის ალუმინის ნაწარმთან, ხოლო ღირებულება თითქმის ნახევარია ალუმინით წარმოებულ იგივე პროდუქციაზე. 21 თებერვალს სასტუმროში „ივერია ინნ“ ოფიციალურად გვექნება ახალი პროდუქტის პრეზენტაცია.

-რა საფასო სეგმენტში ოპერირებს კომპანია? ანუ როგორია ფასები?

-კომპანია დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნულ სფეროში, რაც გამომდინარეობს პროდუქციის ხარისხისა და ფასის ძალიან კარგი კომბინაციით.

-რა უპირატესობა აქვს კომპანია “ალუტექ ჯორჯიას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას სხვა კონკურენტი კომპანიის პროდუქტთან შედარებით?

-„ალუტექ ჯორჯიას“ მიერ წარმოებული როგორც ალუმინის ისე მეტალოპლასტმასის ნაწარმი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით, ხოლო კომპანია მოქნილი საფასო სეგმენტით და მომსახურების მაღალი სტანდარტით.

-წარმოების პროცესი განსხვავებული მიდგმებით ხომ არ ხორციელდება?

-წარმოება მიმდინარეობს სრულად ავტომატიზირებულ რეჟიმში, თანამედროვე ტიპის დანადგარებით, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ფიზიკური ჩარევა უშუალოდ პროფილების დაჭრის და დაფრეზვის პროცესში. ეს კი მაქსიმალურად გამორიცხავს უზუსტობებს და ცდომილებებს წარმოების პროცესში.

-ხდება თუ არა კომპანია “ალუტექ ჯორჯიას“ პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია?

-ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა არ ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ლიბერთის ახალი აქცია – #გულით პედაგოგებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ …