საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა. ამასთანავე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას უკვე 50-მდე ნორმატიული აქტი აქვს მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.
შემთხვევითი სიახლე
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: …