დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ინგა ზილიენეს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკის რეგულირების საკითხები.
დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალსა და ხელშემწყობ საინვესტიციო მექანიზმებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის ეფექტიან რეგულირებაში.
ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.

შემთხვევითი სიახლე

ისრაელისთვის საქართველო კვლავ პრიორიტეტულ ტურისტულ მიმართულებად რჩება – თამუნა კურტანიძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 ქვეყნის პოპულარიზაციას განაგრძობს. IMTM …