დავით ნარმანიამ ISET-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო სემეკის საქმიანობის შედეგები და პერსპექტივები, ისაუბრა რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე, სატარიფო რეგულირებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

„მოხარული ვარ, რომ მზარდია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების საკითხების მიმართ. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. მისასალმებელია, რომ მომავალი ეკონომისტებისთვის ენერგეტიკა არის ის დარგი, სადაც განიხილავენ თავიანთ მომავალ კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას. სემეკში საქმიანობს ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ეკონომისტების ხედვები განსაკუთრებით საინტერესოა როგორც სატარიფო რეგულირების, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების მიმართულებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის შედეგების შეფასებისას.

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …