დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობის სპეციფიკისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, მელიორაციის სექტორის განვითარებაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ასევე ისაუბრა  ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის აუცილებლობაზე, უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

„მისასალმებელია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდეთ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვუპასუხოთ მათ კითხვებს და მივაწოდოთ ინფორმაცია რეგულირებად სექტორებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს სემეკში დამონტაჟებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ვიშეგრადის პროექტის ფარგლებში რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო მომზადდა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური …