გურული ნობათი წარმოებული რძის პროდუქტებს ექსპორტზეც გაიტანს

თბილისი (BPI) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ფერმა აშენდება. “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს აწარმოებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, უცხოეთში.

ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …