გიორგი ფანგანმა EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბრიუსელში, EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. გიორგი ფანგანმა მონაწილეებს გააცნო სემეკის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული აქტივობები და ყურადღება გაამახვილა მათ  მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და აღნიშნული დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების მართვის მექანიზმებზე.

EU4Energy -ის მიზანია ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ენერგეტიკის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას, მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. პროგრამა ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული გაერთიანებისა და  ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …