გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად, გაიზარდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტიც.
გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას
და აღჭურვას.
„გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია გარემოს დამაბინძურებლების, ბრაკონიერების, უკანონო
ტყითმოსარგებლეების სახელმწიფო კონტროლის აღსრულება. შესაბამისად,
აუცილებელია მაკონტროლებელი სამსახურების გამართული ფუნქციონირების
უზრუნველყოფა. გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო
ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვით სამართალდარღვევების გამოვლენის,
აღკვეთისა და პრევენციისთვის, უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის
პროექტით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ასიგნებები 688,480.0 ათასი ლარით განისაზღვრა. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი,
2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95.4 მლნ ლარითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პრიორიტეტების მიხედვით,
პროგრამების ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …