გაზაფხულზე ენგურჰესს საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები ექნება

თბილისი (BPI) – მომავალი წლის გაზაფხულზე ენგურჰესს საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001, 14001,45001) სერთიფიკატები ექნება.

ამ დროისთვის კომპანიაში ISO 9001, 14001,45001-ის წინასასერტიფიკაციო აუდიტი მიმდინარეობს.

პროცესის პირველი ეტაპი თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტში ჩატარდა. აუდიტს საერთაშორისო აუდიტორი ანდრეი მორმული და საერთაშორისო ექსპერტი ნათელა ხურციძე ხელმძღვანელობენ.

როგორც პირველი ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი წარმატებით ხორციელდება. აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტების სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებული აქცენტი კი პერსონალის გუნდურ მუშაობაზე გაკეთდა, რაც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესზე დადებითად მოქმედებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …