გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს ირჩევს – 10/12 ივნისს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება

თბილისი (BPI) 2020 წლის 10-12 ივნისს, საქართველოში, ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- ბაზრობაზე WTM London-ი შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხები შეათანხმეს.

მასშტაბურ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი მონაწილეობს. საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკას განიხილავს.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით საქართველო უმასპინძლებს

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩატარდა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში …