ბუნებრივ აირზე ფასების ზრდას შემდგომ წლებშიც არ ველოდებით- დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გასული წლის ბოლოს მსოფლიოში ბუნებრივი გაზის ღირებულება ბირჟებზე სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა საქართველომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერის ერთ-ერთი მთავარი  განაპირობებელი მიზეზი აზერბაიჯანთან თანამშრომლების შეთანხმებაა, რაც გრძელვადიან სტაბილურ ფასებს განაპირობებს. მისივე თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოში სამომხმარებლო გაზის ტარიფი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ აზერბაიჯანთან, როგორც ბუნებრივი აირის მომწოდებელთან სტრატეგიული  პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება  გვაქვს და შემდეგ წლებში ბუნებრივი აირის მოცულობები და ფასებიც წინასწარ განსაზღვრულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არ არის მიბმული პირდაპირ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან. გასული წლის შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში დრამატულად იზრდებოდა საერთაშორისო ბირჟებზე ბუნებრივი აირის ღირებულება, თუმცა საქართველოსთვის მისი ღირებულება იყო იგივე. ამ პროცესმა ჩვენ საშუალება მოგვცა გასული წლის დეკემბერში, როცა ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დავადგინეთ, შეგვენარჩუნებინა არსებული ფასები. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ყველგან იზრდებოდა ფასები გაზზე, ჩვენთან სტაბილურობას ინარჩუნებდა.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  გარკვეულ ნაწილში ჩვენთან ტარიფების შეხიდებას ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც თავის მოგებას იმცირებს და გარკვეული თვალსაზრისით ტარიფების სუბსიდირებას ახდენს. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს სტაბილური ტენდეცია შენარჩუნებული იქნება შემდგომ წლებშიც და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდას არ ველოდებით“.- აცხადებს დავით ნარმანია

შეგახსენებთ, რომ სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა.

ამასთან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2022 წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ კუბ.მ, მათ შორის 754 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …