ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება “მთავარი არხის“ ეთერში გასულ ცრუ ინფორმაციას დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით. “მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას.
მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე, საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის.
სემეკის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.
„მთავარი არხის“ მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაცია და წინასწარ გაკეთებული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მედიასაშუალება კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
სემეკი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …