ბორჯომის მასშტაბური კონკურსი დასასრულს უახლოვდება

თბილისი (BPI) – #ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალურნეტაპზე გადადის. ვინ გახდება კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული სულ მალე გაირკვევა. კონკურსანტებს შორის არიან მოყვარულები, უბრალოდ დებიუტანტები და ასევე კარგად გამცოდილი ფოტოხელოვანები. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენდა. ვინ წარმოაჩინა საუკეთესოდ თავისი #ქალაქიხასიათით მალე გამოვლინდება, თავის რჩეულს კი თავად კონკურსის ორგანიზატორი დაასახელებს.

#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელმაც სტარტი 1 თვის წინ აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო კონკურსანტს გადაეღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც  შერჩეული ქალაქის შესახებ მოგვიყვებოდა, კადრში უბრალოდ უნდა გამოიყენებინა „ბორჯომი“,საბოლოო პროდუქტი აეტვირთა საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და ნამუშევარი მეგობრებისთვის გაეზირებინა.

თუ თქვენ ეს პროცედურა ჯერ კდიევ არ გაგივლით და ნამუშევარიც არ მოგიმზადებიათ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო და შანსი!

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია  სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

„მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო. აუცილებელ პირობას, ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის კავშირი წარმოადგენდა. საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია,  ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა,  თუ როგორ ხედავენ და გრძნობენ კონკურსის მონაწილეები ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, ყურადღბა დაეთმო გადაღების ხარისხს,  სიუჟეტის სრულყოფილებას  და ინდივიდუალიზმს ხედვაში. საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი,“ – განმარტავენ ჟიურის ევრები.

კონკურსის გამარკვებული 2 კატეგორიაში გამოვლინდება:  „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV – დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი.  ისინი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე – შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …