ბილაინი სახელს იცვლის და ოპერირებას სელფის ბრენდით აგრძელებს

დღეს სელფი მობაილმა მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარადგინა.

სელფი კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას. სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას,  პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის.

სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი,  სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს.

სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ,  შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად  გამოხატოს საკუთარი თავი.

No description available.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი სელფი, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,“ – განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება – ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა  ახალი ბრენდის შექმნაზე,“ – დაამატა ვასილ ბერიშვილმა.

ორი წლის განმავლობაში კომპანია ათეულობით მილიონ დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს , რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა ქსელის გაფართოებას მოხმარდება და როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ამას სელფის მომხმარებელი მიმდინარე წლის ბოლომდე იგრძნობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩადებული ინვესტიციის ფონზე მაქსიმალურად გაუმჯობესდება მომსახურებისა და  სერვისების ხარისხი.  ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს 5დანერგვაზე.

ვასილ ბერიშვილის თქმით, კომუნიკაციებს კომისიასთან აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებშია, რათა დაზუსტდეს რა მოთხოვნები ექნება სახელმწიფოს 5 G-ის ლიცენზიანტებთან მიმართებით.

სელფის ტარიფებისა და პაკეტების ნაწილი ასე გამოიყურება:

სტარტი ოპტიმუმი ოპტიმუმ+ პლატინიუმი
ტელევიზია
მუსიკა
სპორტი
ფიტნესი
ინტერნეტი 500MB 3GB 10GB 20GB
წთ საკუთარ ქსელში ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო
წთ სხვა ოპერატორებთან 50 300 ულიმიტო ულიმიტო
SMS ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო ულიმიტო
ღირებულება თვეში ₾3 ₾8 ₾12 ₾25

 

30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:

ტელევიზია
მუსიკა
სპორტი
ფიტნესი
 
ინტერნეტი 4GB 15GB 35GB 100GB
ღირებულება ₾6 ₾10 ₾15 ₾20

მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება. სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …