COVID-19-ის პანდემიის შედეგად მასპინძლობის ინდუსტრიის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებისა და მისი დაძლევის გზების საკითხებზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული “ბიზნეს კვლევების სახლი’’-ს ორგანიზებით, ეროვნული მედეგობის ცენტრისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინიციატივით ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მხარეებმა მიმოიხილეს კოვიდ-19-ის გავლენა მასპინძლობის ინდუსტრიის სფეროში და ამ მიმართულებით ,,ბიზნეს კვლევების სახლი”-ს შესაძლო სწრაფი კვლევის ჩატარებაზე იმსჯელეს. ,,ბიზნეს კვლევების სახლი”-ს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მაქსიმლურად მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს სფეროს მისი კომპეტენციის ფარგლებში . შეხვედრაში მონაწილეობდნენ “ბიზნეს კვლევების სახლი’’-ს ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში შემომყვან ტუროპერატორების ასოციაციის, ეროვნული მედეგობის ცენტრისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელები, ექსპერტები და დონორები. მონაწილე მხარეები უახლოეს პერიოდში კრიზისის დაძლევის ერთიანი ხედვის შემუშავებისა და ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
შემთხვევითი სიახლე
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …