ბიზნესომბუდსმენი: აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს

თბილისი (BPI) – „ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის  150მდე წარმომადგენელს შეხვდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის სტატისტიკა გააცნო.

„აჭარის რეგიონიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება და ყველაზე ხშირად მეწარმეები  ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან შუამდგლომლობის თხოვნით  მოგვმართავენ“ – განაცხადა ბიზნესომბუდსენმა.

ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის I კვარტალში   ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით აჭარაში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოკვეთილ  კრიტიკულ საკითხებზეც ისაუბრა.

„მომართვიანობის ანალიზით აჭარაში ბიზნეს გარემოს მიმართულებით გამოწვევად რჩება მეწარმეების  წერილებზე  მუნიციპალიტეტის მხრიდან  დაგვიანებული და ბუნდოვანი პასუხები. ამას გარდა, ვმუშაობთ საქმეზე, სადაც მუნიციპალიტეტი აჭიანურებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბინზესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს და შემდეგი შეხვედრა ქუთაისშია დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …