ბანკებში ₾29 მლრდ-ის დეპოზიტებია

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ერთ თვეში 2.36 მლრდ ლარით გაიზარდა და 2020 წლის 1 აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარია (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით ნაკლები).

სებ-ის ცნობით, მარტში თებერვალთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.19 მლრდ ლარით, ანუ 10.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.06%-ით შემცირდა), მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.17 მლრდ ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.68%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე 1 აპრილისათვის 33.72% შეადგინა. 1მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 4.59%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.86%-ული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.53%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.60%, ხოლო ევროს წილმა 13.91% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next …