ბათუმში არასათანადო რეკლამის განთავსების, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი გრძელდება

ბათუმში არასათანადო რეკლამის განთავსების, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი გრძელდება.
აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
დარღვევის დაფიქსირების შემდგომ დგება საჯარიმო ოქმი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი 3000 ლარით ჯარიმდება. იგივე ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ხოლო უნებართვოდ გარე რეკლამის განთავსება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობითა და ნივთის კონფისკაციას.
გასულ წელს, სანებართვო პირობების დარღვევითა და უნევართვოდ განთავსებული 238 სარეკლამო ბანერისა და კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …