ბათუმში, აგვისტოში ყველაზე გაყიდვადი მედიუმ და ეკონომ სეგმენტის ბინები იყო

Colliers Georgias-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 47%-ით 1 566 ერთეულამდე, ბაზრის ზომა კი 48%-ით, 66 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Recov.ge-ს განახლებული მონაცემებით, აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების პრემიუმ სეგმენტში და 259 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში 59% და 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – წერია განახლებულ სტატისტიკაში.

რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ფასებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 822 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 707 დოლარს გაუტოლდა.

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …