ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე კონკურენციის სააგენტო წარადგენს ანგარიშს – ლაშა ხუციშვილი საწვავის ფასზე

ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასთან დაკავშირებით,  კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის წარდგენამდე არ საუბრობს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს, სადაც იქნება გაანალიზებული ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ამის შემდგომ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

“ამ შემთხვევაში ეჭვზე საუბარი არაა. ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე კონკურენციის სააგენტო წარადგენს ანგარიშს და ამ ანგარიშის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ არის თუ არა ეჭვი რაიმე მიმართულებით, შესაბამისად, სანამ ანგარიში არ იქნება ხელმისაწვდომი, ამ მიმართულებით დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ და უფრო მეტ კონკრეტიკას ვერ შემოვიტანთ. დაველოდოთ ანგარიშის წარდგენას”- განაცხადა ხუციშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …