აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაამტკიცა

📈აჭარის ა.რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა 28 300 000 ლარით, 6,2 %-ით გაიზარდა.
📊2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 482 305 800 ლარით განისაზღვრა.
🖊აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 475 700 ლარით გაიზარდა.
🖊აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 8 499 800 ლარით გაიზარდა.
🖊აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 829 900 ლარით გაიზარდა.
🖊მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა ჯამში 5 570 000 ლარით გაიზარდა და 163 230 000 ლარს შეადგენს.
➡აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …