აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ და მიმდევრებს აქტიურად უზიარებდნენ რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. ბლოგერებმა ბათუმის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც თავადვე გამოსცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. უწყება რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ჩართულობით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს.

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებს უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი და არაბი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …