აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია 2021 წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა. უფრო კონკრეტულად,  აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია 2021 წელთან შედარებით 2.5 %-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 18.7%-ით არის გაზრდილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 2021 წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა. უშუალოდ მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (46%) ელექტროენერგიის რეგულირებული მიმწოდებელი კომპანიებია წარმოდგენლი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 26%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 21% შეადგინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საჯარო ვალდებულების მქონე სადგურები საქართველოში სავალდებულო წესით ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე და საბაზრო ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებით სხვაობას აბრუნებენ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან არსებულ ფონდში, რომელიც ასუბსიდირებს აფხაზეთის მოხმარებას და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებს, ასევე ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტის გამოყენებით ავსებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის და საჯარო მომსახურების მიმწოდებლის კალათებს ორგანიზებული ბაზრის ფასთან მიმართებაში

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …