აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. მესენჯერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, უფასოდ და უსაფრთხოდ დაუკავშირდეთ მეგობრებსა თუ ნაცნობებს. ცოტამ თუ იცის, მაგრამ თავდაპირველად, Viber-ში მხოლოდ დარეკვა იყო ხელმისაწვდომი, შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია კი, მხოლოდ მოგვიანებით დაემატა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი დრო გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, აპლიკაციას ათობით ახალი ფუნქცია დაემატა. ჩვენ შევაგროვეთ Rakuten Viber-ის განსაკუთრებული ფუნქციები, რომელთა საშუალებითაც, კომუნიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი და საინტერესო გახდება. განვიხილოთ 7 მათგანი:

  1.   Caller ID

Rakuten Viber-ის უმთავრესი პრიორიტეტი ზარებისა თუ შეტყობინებების უსაფრთხოება და მომხმარებლების კონფიდენციალურობაა. Caller ID ფუნქცია კი, კიდევ უფრო მეტად დაცული კომუნიკაციის გარანტია. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ვინ გირეკავთ მაშინაც კი, თუ შემომავალი ტელეფონის ნომერი არ არის შენახული თქვენი კონტაქტების სიაში. Caller ID იცავს მომხმარებლებს სპამისა და არასასურველი ზარებისგან, თანაც, ის უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვისაც.

Caller ID ფუნქციის ჩართვა თქვენს სმარტფონში, Rakuten Viber-ის პარამეტრებშია შესაძლებელი. ამისათვის გახსენით Viber, დააჭირეთ ღილაკს „More”, გახსენით განყოფილება „Calls and Messages“ და ჩართეთ გადამრთველი Caller ID პარამეტრის გასწვრივ.

  1.   Viber Plus

არც ისე დიდი ხნის წინ, Rakuten Viber-მა, Viber Plus-ის გაშვება დააანონსა. ესაა პრემიუმ სააბონენტო სერვისი, რომელიც მომხმარებლებს Rakuten Viber-ის ექსკლუზიური ფუნქციების გამოცდილებას სთავაზობს. თვეში სულ რაღაც 1,99 დოლარად, Viber Plus-ის აბონენტები ვერ ნახავენ სარეკლამო ბანერების Rakuten Viber-ის პლატფორმაზე და ისარგებლებენ ისეთი ექსკლუზიური ფუნქციებით, როგორიცაა მრავალფეროვანი აპლიკაციის ხატულები, უხილავი რეჟიმი, პერსონალიზებული ერთი-ერთზე მხარდაჭერა და შეუზღუდავი სტიკერები. სულ მალე კი, სერვისს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება. Viber Plus-ის გამოსაწერად, მომხმარებლებმა უნდა აირჩიონ „More” ღილაკი აპლიკაციის ქვედა მარჯვენა კუთხეში და დააკლიკონ შესაბამის პარამეტრს. ამ განახლებამდე არსებული ყველა ფუნქცია კი, მათ შორის ტექსტური შეტყობინებები და ზარები, კვლავ უფასო დარჩება.

  1. „Online status” და „Read receipts” ფუნქციები

Viber საშუალებას გაძლევთ დამალოთ, წაიკითხეთ თუ არა შეტყობინებები და ასევე,  გამორთოთ თქვენი მიმდინარე სტატუსი აპლიკაციაში. ამ პარამეტრების შესაცვლელად, მესენჯერის „Settings“ განყოფილებაში, გადადით „Privacy” ჩანართში და აირჩიეთ „Online status / Read receipts” მენიუ.

  1. გააქრეთ თქვენი შეტყობინებები პირად და ჯგუფურ ჩატებში

ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც პირად, ასევე ჯგუფურ ჩატებში. მისი გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ შეტყობინებების თვითგანადგურების ტაიმერი და დანიშნულ დროს, გაგზავნილი ტექსტი უბრალოდ გაქრება. კონფიდენციალურობის რეჟიმით, თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები ან სხვა ტიპის ფაილები და დააყენოთ ტაიმერი 10 წამზე, წუთზე, საათზე ან თუნდაც დღეზე. შეტყობინების წაშლის დროის ავტომატური ათვლა დაიწყება მაშინვე, როგორც კი მიმღები გახნის მას. მნიშვნელოვანია, რომ თუ თანამოსაუბრე ან ჯგუფური ჩატის წევრი ასეთი შეტყობინების სკრინშოტს გააკეთებს, მაშინ Viber ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ. თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ფუნქციის გასააქტიურებლად, თქვენ უნდა გახსნათ ჩატი, ტექსტის ველში დააწკაპუნოთ პლუს ნიშანს, იგივე გაფართოების ღილაკს და დააკლიკოთ წამმზომის ხატულას. ამის შემდეგ კი, აირჩიოთ შეტყობინების გაქრობის დრო.

  1. ფარული ჩატები

Viber-ში საშუალება გაქვთ ზოგადი ჩატების სიაში დამალოთ სასურველი მიმოწერა.  მათი გახსნა კი, მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული PIN კოდის შეყვანითაა შესაძლებელი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ შემთხვევაში, როდესაც მობილურ მოწყობილობას, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყენებს. იმისთვის, რომ ჩატი დამალოთ Android სისტემაზე, ხანგრძლივად დააჭიროთ სასურველ ჩატს და აირჩიეთ „Hide“ ღილაკი და დააყენეთ PIN-კოდი. ხოლო, iOS-ზე, თქვენ უნდა „გაასრიალოთ “ ჩატი მარცხნივ და მონიშნოთ სასურველი ვარიანტი.

  1. მოწყობილობის მეხსიერების კონტროლი

მეხსიერების მართვის ფუნქცია, Viber-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ თავიანთი მოწყობილობის მეხსიერება და საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაათავისუფლონ სივრცე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ მომხმარებლებებისთვის, რომელთა მოწყობილობების მეხსიერებაც შეზღუდულია. ამგვარად, მათ შეუძლიათ უფრო ეფექტურად გამოიყენონ Rakuten Viber-ის აპი.

Viber-ის მეხსიერების მართვის ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაასუფთავონ ე.წ. „ქეში“ მთელი Viber აპიდან ან თავად აირჩიონ, თუ რომელ ჩატებს სჭირდება სივრცის გასუფთავება. „ქეში“ – ეს არის დროებითი საცავი, რომელსაც აპები იყენებენ იმ მონაცემების შესანახად, რომლებზეც სწრაფად წვდომა სჭირდებათ. ასევე, ეს ფუნქცია მომხმარებლებს ეხმარება დაინახონ, თუ რამდენ ადგილს იკავებს Viber მათ მოწყობილობაზე, რამდენი აქვთ საერთო სივრცე, რამდენი თავისუფალი ადგილია დარჩენილი და რამდენს ადგილს იკავებს თითოეული ჩატი.

დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეული ჩატიდან წაშალონ არასაჭირო ფაილები. ეს ნიშნავს, რომ წაიშლება ჩატის ნებისმიერი მედია კონტენტი, როგორიცაა ვიდეოები, სურათები ან ფაილები. თუმცა, ჩატის სხვა მონაწილეებისთვის, არაფერი შეიცვლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წინასწარ ჩამოტვირთავს ჩატში მიღებულ ფაილებს, ეს ფაილები უსაფრთხოდ დარჩება მომხმარებლის მოწყობილობაში.

  1.   შექმენით საკუთარი სტიკერები და GIF-ები

თუ გაქვთ საყვარელი ადამიანის ვიდეო, რომელიც ძალიან მოგწონთ და გსურთ სხვებსაც გაუზიაროთ, მაშინ გადააქციეთ ის GIF-ად და შექმენით დაუვიწყარი მოგონება ყველასთვის. Viber საშუალებას გაძლევთ მარტივად გადააქციოთ თქვენი ფოტოები და ვიდეო GIF-ებად და გაუზიაროთ ისინი სხვებს. ასევე Sticker Creator ფუნქციით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური სტიკერების პაკეტი მთელი ოჯახისთვის  – მათი გამონათქვამებითა თუ სასაცილო ციტატებით. ან ეს ფუნქცია საკუთარი გამონათქვამების გასაზიარებლად გამოიყენოთ.

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …