ანანოვების სასახლის რეკონსტრუქცია გაზაფხულზე დაიწყება

ანანოვების სასახლის ტერიტორიაზე 6 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა, პროექტს ინვესტ ჯგუფი განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, ანანოვების სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

პროექტის მიხედვით, სასახლე რეაბილიტირდება და შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. მოეწყობა ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ანანოვების სასახლის საინვესტიციო პოტენციალი Cushman & Wakefield Georgia-მ შეისწავლა. შემუშავდა განვითარების კონცეფცია, რომლის მიხედვით ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი, განსხვავებული ტიპის ტურისტული ზონა.

„ინვესტ ჯგუფმა“ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე შეიძნა.

კომპანიის დირექტორი, დავით კობახიძე აღნიშნავს, რომ ახალი ტურისტული ცენტრის, სასტუმროსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ვალდებულებით განსაზღვრულ 4 მლნ ლარზე ბევრად მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება.

შემთხვევითი სიახლე

IMF-ის რჩევები მთავრობას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს. ფონდის მოსაზრებით …