ალდაგი ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში დაეხმარება

თბილისი (BPI) – 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს. შეხვედრაზე დასასწრებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.

ალდაგის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს, შესაბამისობაში მოვიდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ახალ კანონმდებლობასთან. ამისათვის, მან  პარტნიორობა დაიწყო საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემოსთან” (www.seg.ge)  და კლიენტ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.

„უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კლიენტ კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეთავაზება ეხება ალდაგის ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც ამჟამად  სარგებლობს ალდაგის ნებისმიერი კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტით. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც მომავალში დაეზღვევიან ალდაგში.

„უსაფრთხო გარემო“ (Safe Environment) არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ და რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, სწორად და ეფექტურად დანერგონ კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტები.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი, ინდუსტრიის სპეციფიკურ რისკებზე დაყრდნობით, კომპანიებმა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების დახმარებით უნდა შეადგინონ და შემდეგ მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი. სწორედ ამ მომსახურებას უზრუნველყოფს „უსაფრთხო გარემო“.

რეფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, აკონტროლონ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკები და იყვნენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კანონთან შესაბამისობას ამოწმებს ზედამხედველი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კომპანიებს ამ ცვლილებების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ალდაგის კლიენტები არ არიან. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით ალდაგი მუშაობას აგრძელებს და მომდევნო ინიციატივებს საზოგადოებას მომავალში გააცნობს.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …