“ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად” – საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს რკინიგზა გაეროს განვითარების პროგრამისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში ჩაერთო. ,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად’’ – ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოხალისე ახალგაზრდებმა ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტერები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებლებში გააკრეს, საინფორმაციო ბუკლეტები კი მგზავრებს დაურიგეს. საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა კაჭარავა კი დაინტერესებულ მგზავრებს ვაქცინაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდა. კამპანიის ორგანიზატორები გაერო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …