ავარიის შედეგად დაშავებულ 29 წლის გოგონას ქირურგებმა სახის ბუნებრივი ფორმები აღუდგინეს

„მახსოვს, მანქანიდან გადმოვედი, მკვეთრი დამუხრუჭების საზარელი ხმა გავიგონე და წარმოუდგენელი ტკივილი ვიგრძენი…“ – გვიყვება თეო, 29 წლის ახალგაზრდა პაციენტი და ავტოსაგზაო შემთხვევას ფრაგმენტულად იხსენებს.

გონს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მოეგო. როდესაც თვალი გაახილა, შოკურ მდგომარეობაში იყო: ექიმები მის სასიცოცხლო მონაცემებს ამოწმებდნენ და სასწრაფო ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ახალგაზრდა გოგონას სახის ბუნებრივი ფორმების აღქმა შეუძლებელი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა პირისა და ცხვირის ღრუდან. ასევე – სახის დეფორმაცია და მრავლობითი ჭრილობა, საიდანაც სახის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტები ჩანდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

პაციენტის სპეციალიზებული მართვა ყბა-სახის ქირურგებმა, ბექა ქორიძემ და ბექა ხაჭაპურიძემ გადაუდებელ რეჟიმში დაიწყეს. ჩატარდა ყბა-სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც უწყვეტად, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტოსაგზაო შემთხვევიდან 6 თვის განმავლობაში თეოს სულ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის – ოსტეოპლასტიკური და ესთეტიური ტიპის. შედეგად, დღეს მას სრულად აქვს აღდგენილი როგორც სახის ბუნებრივი ფორმა, ასევე – ყველა შესაბამისი ფუნქცია. ახალგაზრდა გოგონა უკვე სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …