ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7.1 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 12.1 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 8.6 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი კლება, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა.  მიმდინარე …