განათლება

თბილისში მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება

თბილისი (BPI) – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 27 აპრილს, რიგით მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება, რომლის თემაც იქნება: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და ...

Read More »

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობას იწყებს

თბილისი (BPI) – თბილისი მერია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას 1 მარტიდან იწყებს. პროგრამის ფარგლებში  ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია და სწავლობენ ...

Read More »

ქართველმა მოსწავლემ 160 000 დოლარის გრანტი მოიპოვა

თბილისი (BPI) – დემირელის კერძო კოლეჯის ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ლუკა დემეტრაშვილი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ლუკას არჩევანი Manhattan College-ზე შეჩერდა, სადაც იგი მედიცინის განხრით მიიღებს შემდგომ განათლებას.  ქართველმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტიდან 4 წლიანი დაფინანსება “Presidential scholarship” მოიპოვა.  მისი წლიური დაფინანსება 42 000 აშშ დოლარს შეადგენს. ჯამში კი ფინანსური გრანტის სახით ქართველი მოსწავლე 4 წლის განმავლობაში 160 000 აშშ დოლარს მიიღებს. ...

Read More »

ქართველმა მოსწავლემ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის $60 000-იანი დაფინანსება მოიპოვა

თბილისი (BPI) – კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) ჩაირიცხა. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს. განათლების სამინისტროს ცნობით, ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კომაროვის სკოლის მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე უკვე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ელენე მაჩაიძემ TOEFL- ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; ...

Read More »

ქუთაისელი მოსწავლეები საკუთარ პროექტს აშშ-ს ინტელის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

თბილისი (BPI) – ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის კიდევ ერთი წარმატება მეცნიერებაში – მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები მაისის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან. თბილისში გამართულ კონკურსზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიეუმის, XII კლასის მოსწავლე მარია ერაძემ და მისმა მეწყვილემ, ასევე ქუთაისელმა მოსწავლემ, გიორგი ფხაკაძემ  ინოვაციური პროექტი „ცოცხალი საკვები“ წარადგინეს. ახალგაზრდებს კვლევებსა და ...

Read More »

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლა 1,8 მლნ-ით დაფინანსდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაიხდის. განათლების სამინისტროს ცნობით, 2016-2017 წლებში 850 ასეთი სტუდენტის სწავლაზე 1,8 მლნ ლარი დაიხარჯება. პროგრამის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა. როგორც სამინისტროში ხსნიან, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ...

Read More »

ქართველმა სტუდენტებმა კუნძულ კვიპროსზე ქართულ კვალს მიაკვლიეს

თბილისი (BPI) – ქართველმა სტუდენტებმა კუნძულ კვიპროსზე ქართულ კვალს მიაკვლიეს. განათლების სამინისტროს ცნობით, ექსპედიციაში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კობა კობერიძემ, სულიკო კოხრეიძემ, დავით ნასყიდაშვილმა, დავით გაგოშიძემ, ბორის გელაშვილმა, თამარ ლეჟავამ და ალექსანდრე ჭუმბურიძემ, ექსპედიციის ხელმძღვანელთან პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად მიიღეს. ექსპედიციის წევრებმა თითქმის მთლიანად შეისწავლეს XIV-XVI საუკუნეების ეკლესია და მის გარშემო გამართული 14 სამარხი. აქვე ...

Read More »

Adecco Group-ი საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში დაეხმარება

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია Adecco Group-ის (The Adecco Group) აღმასრულებელ დირექტორს, როლფ დორიგს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნპბით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. როლფ დორიგის განცხადებით, ...

Read More »

ჯანსაღი თაობა – მოსწავლეებისთვის ფიზიკური აქტივობების პროგრამა დაიწყო

თბილისი (BPI) – მოსწავლეებს სკოლაში ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება. განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი ინიციატივა „ჯანსაღი თაობა“ უკვე ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სკოლებისთვის შემუშავდება ჯანსაღი ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა პროგრამა. ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამა განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შემუშავდება, რათა ყველა ბავშვი ჩაერთოს მასში მოსწავლეები ჩაერთვებიან სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მათთვის მოსაწონი იქნება – კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი თუ ...

Read More »

შშმ სტუდენტებისთვის ოთხ პროფესიულ კოლეჯში ადაპტირებული გარემო მოეწყო

თბილისი (BPI) – შშმ სტუდენტებისთვის ოთხ პროფესიულ კოლეჯში სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. განათლების სამინისტროს ცნობით, კოლეჯებში „მერმისი“ (თბილისი), „ოპიზარი“ (ახალციხე), „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) და „აისი“ (კაჭრეთი) დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები – უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯების უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროექტს განათლებისა და მეცნიერების ...

Read More »