Monthly Archives: სექტემბერი 2017

სავაჭრო ცენტრი “ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნა

თბილისი (BPI) – სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი “ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნა. “ჰუალინგ ჯგუფმა” სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პლაზის ტერიტორიაზე 400-მდე მაღაზია. ცეტრში განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები. თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. პლაზის შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი. პრემიერა გიორგი კვირიკაშვილმა ცენტრის გახსნისას ბოლო წლებში ჩინეთიდან პირდაპირი ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზა” მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” დღეს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში ნატქვამია, რომ სამგზავრო მატარებლის მარშუტის მომზადებისას სავარაუდოდ, ქსელში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ნაპერწკლიანობა და მცირე დაკვამლიანება. “მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა”, – განმარტებულია კომპანიის განცხადებაში.

Read More »

“საქართველოს რკინიგზაში“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზაში“, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. რკინიგზელები რეგულარულად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას. ამჯერად, „საქართველოს რკინიგზა“ დონაციის აქციაში ,,ჯო ენის სისხლის ბანკთან“ ერთად ჩაერთო. ორგანიზაცია გახსნის დღიდან მხოლოდ უანგარო დონორებს ემსახურება. ,,ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლისათვის, საქართველოში სისხლის დონაციების 100 % უნდა იყოს უანგარო. ჩვენი მიზანია ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოში უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია ...

Read More »

აჭარაში საადრეო მანდარინის რთველი დაიწყო

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი. ...

Read More »

სესხის განაკვეთი მომხმარებლისთვის საშუალოდ 17.4%-მდე გაიზარდა

თბილისი (BPI) – სასესხო განაკვეთები 1.3%-ული პუნქტით გაიზარდა. სებ-ის აგვისტოს„თვის მიმოხილვის“ თანახმად, კრედიტებზე საშ. შეწ.განაკვეთი 17.4%-მდეა მომატებული. სავალუტო სესხებზე ზრდაა 0.3%, ლარის სესხებზე 5.3-ჯერ მეტი ( +1.6% -ული პუნქტი). წლიურ ჭრილში განაკვეთების კლება აღინიშნება სავალუტო კრედიტებზე, -1.3%, ლარის სესხები კი გაძვირებულია +2.6%=22.0%.

Read More »

ლარი საზაფხულო ვარდნას შემოდგომაზეც განაგრძობს

თბილისი (BPI) –ეროვნული ვალუტა საზაფხულო ვარდნას განაგრძობს. აგვისტოს 1.1%-იანი კლების შემდეგ, სექტემბერში 2.3%-ით არის გაუფასურებული. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, აგვისტოში დოლარი $1/₾2. 2.4009-დან, $1/₾2.4274 -მდე გამყარდა. ლარი ივლისსა და ივნისში იყო მყარი. ივნისში სებ-მა 4 აუქციონიც გამართა ∑ $70 მლნ. აგვისტოში 2 სავალუტო უქციონზე $40 მლნ შეისყიდა.

Read More »

მოსახლეობის 50%-ი გაზიანი სასმელებიდან უპირატესობას კოლა-ს გემოს ანიჭებს

საკონსულტაციო კომპანია GAMMA-ს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 50%-ი ტკბილი, გაზიანი სასმელებიდან უპირატესობას კოლა-ს გემოს ანიჭებს. „ჩვენ დავინტერესდით, საქართველოს მოსახლეობა ტკბილი, გაზიანი სასმელებიდან, რომელ გემოს ანიჭებს უპირატესობას. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთაგან 50%-ზე მეტი უპირატესობას ანიჭებს კოლა-ს გემოს. ჩვენთვის საყვარელი ტრადიციული გემოებიდან: 38%- ირჩევს მსხლის გემოს; 23%-ტარხუნის; 12% – ნაღების; 9%-ყურძნის; 8%-ლიმონის; 10%-სხვა გემო”. კომპანიის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში ...

Read More »

აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება

თბილისი (BPI) – დღეს გაიმართება აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია, რომლის ამოცანაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები ...

Read More »

Global Finance საქართველოს ბანკი  ქვეყანაში ყველაზე დაცულ ბანკად დაასახელა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, საერთაშორისო გამოცემა Global Finance –ის მიერ, 2015 და 2016 წლების შემდეგ უკვე მესამედ, 2017 წელის ყველაზე დაცულ ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance –მა ყველაზე დაცული ბანკები მსოფლიოს მასშტაბით 106 ქვეყანაში გამოავლინა.  Global Finance-მა ჯილდოები ბანკებს, როგორც გრძელვადიანი საკრედიტო რეტინგების: Moody’s, Standard & Poor’s და Fitch, ასევე ბანკების მთლიანი აქტივების შეფასების მიხედვით გადასცა. ...

Read More »

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

თბილისი (BPI) – ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად. „2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს ...

Read More »