Daily Archives: ივნისი 14, 2017

შეკვეთილში “ციცინათელასა” და მინიატურების პარკში სეზონი ხვალ იხსნება

თბილისი (BPI) – საკურორტო ზონა შეკვეთილში გასართობი პარკი “ციცინათელა” და პარკი “საქართველო მინიატურებში” 2017 წლის სეზონი ოფიციალურად ხვალ იხსნება. სეზონის გახსნის დღეს გასართობი პარკი “ციცინათელა” და პარკი “საქართველო მინიატურებში” უფასოდ მოემსახურება ყველა 18 წლამდე ასაკის სტუმარს. სეზონის გახსნაზე პარკ “ციცინათელას” და “საქართველო მინიატურებში” ადმინისტრიაციამ დაპატიჟა სოციალურად დაუცველი ბავშვები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ბავშვთა სახლებიდან. გასართობი პარკი “ციცინათელა” 2006 წლიდან ფუნქციონირებს ...

Read More »

EUROBUS-ი მგზავრებს აქციას სთავაზობს

თბილისი (BPI) – EUROBUS-ი მგზავრებს საინტერესო აქციას სთავაზობს. როგორც TKT.ge-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ის ვინც 15 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით შეიძენს EUROBUS-ის 1 ბილეთს დამატებით მიიღებს 3 ბილეთს საჩუქრაად: tkt.ge/eurobus შეგახსენებთ, რომ Eurobus Georgia მგზავრების Mercedes-ის მარკის კომფორტული ავტობუსებით გადაადგილებას უზრუნველყოფს. რეისსებს ემსახურებიან გამოცდილი მძღოლები და ბორტგამცილებლები, რომლებიც მგზავრობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდიან. მგზავრობის საფასურში შედის უფასო ინტერნეტი. ცხელი და ცივი ...

Read More »

საქონლის ან მომსახურების შეთავაზებისას ლარით ფასდადება 1 ივლისიდან სავალდებულო ხდება

თბილისი (BPI) – ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზებისას და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა იყოს გამოხატული, – კანონში შეტანილი ცვლილებება 1 ივლისიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კანონის ამოქმედებაზე შეახსენებს “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ ...

Read More »

საქართველოს ჩინეთის მთავრობამ ტრანსპორტის მობილური შემოწმების სისტემა აჩუქა

თბილისი (BPI) – ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. როგორც ცნობილია, მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემა, რომელიც ახლით შეიცვალა. 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის ...

Read More »

თურქული Cimtas და GIG ერთობლივი საწარმოს გახსნას გეგმავენ

თბილისი (BPI) – უმსხვილეს თურქულ კომპანია Cimtas-ს “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) თანამშრომლობა სურს. ქართული კომპანიის წარმომადგენლები გიოლჯუკში მდებარე თურქულ საწარმოს უკვე სტუმრობდნენ და საპასუხო ვიზიტიც დაიგეგმა. Cimtas-ი  უშვებს სხვადასხვა სახეობის ლითონის პროდუქციას, მათ შორის ქარის ელექტრო სადგურების კოშკურებსა და თბოელექტროსადგურების ბოილერებს. GIG-ის ცნობით, Cimtas-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივი წარმოების ორგანიზებაზე იმსჯელებენ.

Read More »

დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციების მნიშვნელობაზე საუბრობს. ლევან დავიტაშვილი განმარტავს, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისთვის მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობა და სწორი ადმინისტრირებაა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ მინისტრმა აღნიშნა: „გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს და მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხრიდან ქართული პროდუქციის ცნობადობის ...

Read More »

მცხეთაში 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკის გახსნაში 10 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდო

თბილისი (BPI) – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა – „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი” ამოქმედდა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია. კლინიკა დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250-მდე ადამიანი. მცხეთის სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხის ...

Read More »

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გაიხსნა

თბილისი (BPI) – მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გაიხსნა. ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები. 2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 ...

Read More »

28304 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

თბილისი (BPI) – მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, – არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 28304 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1195,4 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 948-ით, მთლიანი ...

Read More »

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა – 7%. გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, წელს ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ მაჩვენებელზე ენარჩუნება. ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მაისში 6.6%-მდეა გაზრდილი.

Read More »