თურქეთი უკრაინასთან და რუსეთთან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი უკრაინასთან და რუსეთთან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე“, – განაცხადა თურქეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ირკვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მხოლოდ უკრაინის პორტებშია დაბლოკილი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …