Wizz Air-ის ხელმძღვანელი ბიზნეს კლასის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს,რომ “არაეფექტური და არქაული” ბიზნეს კლასი უნდა აიკრძალოს, რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება. Wizz Air-ის  აღმასრულებელი დირექტორი იოსეფ ვარადი ამტკიცებს, რომ ბიზნეს კლასით მოგზაურობა არაეფექტურია. მისი აზრით, მგზავრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პრემიუმ კლასის ფრენების აღმოფხვრა საჭიროა.

“ბიზნეს კლასი უნდა აიკრძალოს. ამ დროს ორჯერ მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე ეკონომიკის კლასის მგზავრობისას. არქაული მოდელის გადალახვა შეუძლებელი იქნება, თუ ფრენების ასეთი კლასები აღარ იარსებებენ”, აცხადებს Wizz Air-ის ხელმძღვანელი.

ვარადი სხვა ავიაკომპანიებსაც მიმართავს.

“ჩვენ მივმართავთ სხვა ავიაკომპანიებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა ბიზნეს კლასის სრულად აკრძალვაზე”, აცხადებს ვარადი.

ის ავიაკომპანიებს მოუწოდებს, იყვნენ უფრო აგრესიულები ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით.

იმავდროულად, Wizz Air-ი აცხადებს, რომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მინიმალიზებას მაქსიმალურად ცდილობს და დღეს დღეისათვის დასახული მიზანი ავიაკომპანიას მიღწეული აქვს და მომავალი 10 წლის განმავლობაში გამონაბოლქვის კიდევ 30%-ით შემცირებას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

11 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ $3,05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მლრდ დოლარის შემოსავლი …