VISA-ს და ვენდუს ერთობლივი აქცია დაიწყო

კომპანია VISA-სა და ვენდუს შორის თანამშრომლობის მორიგი ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში მომხმარებელი მის ინტერესებსე მორგებულ არაერთ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.

კერძოდ, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 1000 უნიკალური მომხმარებელი VISA ბარათით 100 და მეტი ლარის გადახდის შემთხვევაში 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ხოლო 5 კვირის განმავლობაში ყოველ კვირეულად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტჯერ VISA ბარათი გადახდისთვის 500 ლარიანი ვენდუს სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდება.

ეს კომპანიებს შორის დადებული პირველი ხელშეკრულება არ არის. პლასტიკური ბარათებით გადახდების წახალისების მიზნით 2019 წლის აგვისტოში VISA-ს და ვენდუს პირველი მოკლე ვადიანი თანამშრომლობა შედგა. კამპანიის ფარგლებში ყველა მომხმარებელმა, რომელმაც ვენდუზე VISA ბარათით მინიმუმ 50 ლარი გადაიხადა, საჩუქრად 50 ლარიანი ვენდუს სასაჩუქრე ვაუჩერი მიიღო. 2 თვიანი კამპანიის ფარგლებში კი, ყოველ კვირაში ყველაზე აქტიურ VISA ბარათის მფლობელს 500 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

შემთხვევითი სიახლე

შემდეგი თაობის აპლიკაცია: Glovo-ს სოციალური მედიის ფუნქციები დაემატა და საყვარელი რესტორნების აღმოჩენა კიდევ უფრო გამარტივდა

მულტიკატეგორული აპლიკაცია სოციალური მედიის ფუნქციებს ამატებს – ახლა უკვე შესაძლებელია ფავორიტი პროდუქტებისა და რესტორნების სიის …