ეკონომიკური დიპლომატია ჩემი გაგებით ეს არის ქართული რბილი ძალის პროეცირების საუკეთესო საშუალება – ვიქტორ ყიფიანი

„ეკონომიკური დიპლომატია არ არის მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ეს არის უსაფრთხოების საკითხი. მდიდარი მოსახლეობა, შეძლებული მოსახლეობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას ქვეყნის შიგნით და ჩვენ ამ კუთხითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ ეს უსაფრთხოების საკითხია“, -ამის შესახებ, ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „საქართველოს ბანკის“, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა. მისი თქმით ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთი ამოცანა, სხვა ამოცანებთან ერთად ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება, მითუმეტეს ისეთ ქვეყნისთვის, რომელიც ამდენ რისკსაა დაქვემდებარებული.

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე შეიძლება ეს უსაფრთხოებას პირდაპირი გაგებთ არ უკავშირდებოდეს , მაგრამ ეკონომიკური დიპლომატია ჩემი გაგებით ეს არის ქართული რბილი ძალის პროეცირების საუკეთესო საშუალება , ჩვენ სხვა ბუნებრივი რესურსით ან შეიარაღების დონით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ჩვენი ინტერესი, ჩვენი უნარი და ჩვენი ინტელექტი და თვისებები შეიძლება ყველაზე უკეთ სჭვიოდეს, ამიტომ ეს არის ჩვენი კიდევ ერთი დამატებითი წახნაგი სწორედ ეკონომიკური დიპლომატიის ჭრილში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პოზიციონირებაზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის ზრდაზე, ჩვენ ეკონომიკას გააჩნია ბუნებრივი საზღვრები, იმ საზღვრების იქეთ ჩვენ რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ ვერ და არ გავალთ ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით ძალიან არსებითია, რომ რეგიონალური კავშირების განმტკიცებაში ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის გამრავლება მოვახდინოთ , განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოგეხსენებათ რომ მიმდინარეობს საუბარი და ტენდენციები გლობალური მომარაგება მიწოდების ჯაჭვების გადაწყობის შესახებ და ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც მცირე ზომის ეკონომიკა, როგორ ჩავაშენებთ ჩვენ ეკონომიკურ სტრუქტურას და ფაბრიკას რეგიონულ ფაქტურაში ეს არის ძალიან არსებითი. სწორედ ბაქო თბილისი ჯეიჰანმა , სწორედ სამხრეთ კავკასიის გაზსადენმა მოახდინა ის, რომ ქვეყანა დააჯინა სწორედ რეგიონალურ და სუბ რეგიონალურ ეკონომიკურ რუკაზე, ამიტომ ეს ასევე საფიქრალია.

 

როგორიც არ უნდა იყოს სტრუქტურა, როგორიც არ უნდა იყოს ეს კოორდინაციის ქსოვილი, ერთი რამ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური დიპლომატია არ არის მხოლოდ საჯარო მოხელე, ეს თავის მენტალიტეტით უნდა იყოს ბიზნესმენი, ეს უნდა იყოს კორპორაციული მიდრეკილების მქონე ადამიანი“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

წყარო: commersant.ge

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …