“ბიზნეს-ლიდერთა საბჭო” – USAID-ის $24 მლნ-იან პროექტის ნაწილი

15 მარტს, 15:00 საათზე, „ლოლიტა“-ს საკონფერენციო სივრცეში, USAID საქართველო, საკონსულტაციო კომპანია PMCG-სთან ერთად ოფიციალურად გახსნის „ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს“, რომელიც შეიქმნა USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში.

აღნიშნული პარტნიორობის მიზანია ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება უნარების განვითარების პროგრამებში თანაინვესტირებისა და თანამონაწილეობის გზით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად  სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება.

USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, საკონსულტაციო კომპანია PMCG-სთან ერთად, პროგრამა აყალიბებს “ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს”’. ეს უკანასკნელი დაეხმარება კერძო სექტორს უნარების განვითარების შემზღუდველი ფაქტორების გამოვლენაში და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული რეაგირების მექანიზმების შემუშავებაში. ბიზნეს-ლიდერთა საბჭო არის კერძო სექტორის ჩართულობის ინსტრუმენტი, რომელიც გახდება ბიზნესის ხმა  უნარების განვითარების ინოვაციური პროგრამების შექმნის პროცესში.

USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …