ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ვილნიუსის შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ესტონელ ტუროპერატორებთან გამართეს. ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია “Air Baltic“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ესტონეთი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ევროპულ მიმართულებებს შორისაა, საიდანაც ბათუმში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ჩარტერული რეისები ტალინი-ბათუმი-ტალინი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება. ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ …