TBC Bank Group PLC-ი ცვლილებებს აანონსებს

თბილისი (BPI) – დირექტორთა საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წასვლისა და ნიკოლოზ ენუქიძის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ბორდმა TBC Bank Group PLC-ს ჯგუფში შემავალ კომპანიებში მმართველობის სტრუქტურას გადახედა.

აქციონერების, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეფასებების გათვალისწინებით, დღეს “სარკისებური მმართველობის” სტრუქტურა წარადგინეს.

კერძოდ, ყველა არა-აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იქნება ერთი და იგივე. TBC PLC-ს თამვჯდომარე ბანკის თავმჯომარეც იქნება.

ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იქნება, ნიკოლას დომენიკ ჰააგი სამეთვაყურეო საბჭოში შევა და უფროსი დამოუკიდებელი დირექტორის პოსტს ბანკშიც დაიკავებს, არნე ბერგრენი საბჭოს არააღმასრულებელ დირექტორად შეუერთდა.

ბორდს სჯერა, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ეფექტურობას მენეჯმენტში და ჯგუფის ბიზნესის ზედამხედველობის თვალსაზრისით, ამასთან ერთად კი ჯგუფის მმართველობას დამატებით შესძენს სტაბილურობას.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …