StopCov ფონდში ბიტკოინის გადარიცხვაც შესაძლებელია

თბილისი (BPI) – Brokers.IO (ციფრული აქტივების მმართვის კომპანია) Cryptomat-თან ერთად (კრიპტოვალუტის აპარატების ოპერატორი კომპანია) იწყებს კამპანიას #DonateABit, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური საფულე (ბიტკოინის მისამართი), სადაც აღნიშნულმა კომპანიებმა უკვე ჩარიცხეს 1,5 ბიტკოინი.

კომპანიები მოუწოდებენ თავიან მომხმარებლებს, ჩაერთონ კამპანიაში და მითითებულ მისამართზე მათთვის სასურველი ოდენობის ბიტკოინის ჩარიცხვის გზით თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კამპანია #DonateABit 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვებულ ბიტკოინებს Brokers.IO StopCovid ფონდში გადარიცხავს.

შემთხვევითი სიახლე

BAG: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე …