Spotlight 2019 – თბილისი წლის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – შთამაგონებელი ისტორიები და მოტივაციით სავსე გარემო–Spotlight 2019 ახლოვდება. პლატფორმა საინტერესო მიგნებებისა და არაორდინალური იდეების გასაჟღერებლად წელსაც არაერთ წარმატებულ პირს დაეთმობა.

Spotlight 2019 Spotlight–ი 15 დეკემბერს გაიმართება სლოგანით „ერთიანობა“.  როგორც პორტალ MarKeter.ge-ს დამფუძნებელი აკო ახალაია აცხადებს, აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულად „საქართველოს ბანკის“  სპონსორობით ჩატარდება.

„შესაბამისად, ვიწვევთ მარკეტინგში, პიარში, დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანებს, მოვისმენთ  მათ ისტორიებს და ასე შემდეგ“–აცხადებს ახალაია.

მისივე ინფორმაციით, ღონიძიება ძირითადად, სამ ფორმატს მოიცავს. დღის პირველ ნაწილში მოხდება პანელ დისკუსიები და საინტერესო თემების განხილვა, პარარელურად გაიმართება  ლექციებიც. ინპირაციული ნაწილი წარმოდგენილი იქნება საღამოს მონაკვეთში,სადაც სპიკერები 15 წუთის განმავლობაში საკუთარი ინსპირაცია სხვებს გადასცენ.

„Spotlight პირველად 2013 წელს ჩატარდა. მაშინ 4 000 მსურველი  დარეგისტრირდა. ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, არ გვინდა, რომ ფილარმონიაში და მსგავსს ადგილებში გადაინაცვლოს, რადგან ეს ამ ფორმატის ღონისძიება არ არის. პროექტის მიზანია დაახლოვოს  შემოქმედებითი ინდუსტრია და დამკვეთის მხარე.შესაბამისად, სააგენტო, რომელიც  დაინტერსებულია ამ ინდუსტრიაში არსებულ სუბიექტებს საკუთარ ოფისებში უმასპინძლონ,ამის საშუალება მიეცემა. როგორც მაქვს ინფორმაცია, გამოხმაურებები უკვე გვაქვს“–აცხადებს ახალაია.

რაც შეეხება შედეგებს და კონკრეტულად იმას, თუ 2013 წლიდან დღემდე აღნიშნულმა ღონისძებამ რა ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიაში და  რა მისცა დაინტერესებულ პირებს, აკო ახალაია აცხადებს, რომ მაშინ ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები ნაკლებად ცნობადები იყვნენ, მათ არსად არ იწვევდნენ. დღეს კი სიტუაცია რადიკალურად განსხვებულია.

„ჩვენმა პროექტმა ეს ადამიანები აქტუალურები გახადა.გარდა ამისა, ამ ყველაფერმა მიიღო საერთაშორისო მასშტაბები. საქათველოში მიღებული ცოდნა–გამოცდილებით ხალხი საერთაშორისო შეკვეთებს იღებს. მაგალითად, 2013 წელს ვატო ქავთარაძემ მოიგო ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ჯილდო–ევრობესტი. როდესაც ეს დადეს 20 ლაიქი ჰქონდათ. მაშინ ამას ვერავინ ვერ მიხვდა. დღეს მაგალითად 1200 ლაიქი მარტო ჩვენგან ჰქონდა, ხალხი აზიარებს და ზოგადად, ეს თემა ძალიან გააქტიურდა.ჩვენ კრეატიულობის იმიტომ გვჯერა, რომ ვიცით, ამ ყველაფრის უკან ეკონომიკაა.“–აცხადებს აკო ახალაია.

„საქართველოს ბანკის“ ბრენდ მენეჯერი სოლო წიწუაშვილი განმარტავს, რომ კამპანიის მიზანია ადამიანებს  ერთიანობისკენ მოუწოდონ და უგულშემატკივრონ. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ამ შემთხვევაში „საქართველოს ბანკის“ ინტერესი, წიწუაშვილი განმარტავს, რომ საბანკო ინსტიტუტის ამოსავალი წერტილია  დაინტერსებულ და მონდომებულ ადამიანს ხელი შეეწყოს თავისი პოტენციალის გამოვლენაში. შესაბამისად, Spotlight–ი თავისი სპიკერებით, საინეტრესო თემებით არის ის პლატფორმა, სადაც დამწყებებს ამის საშუალება ეძლევათ.  წარმოდგენილი იქნება კონკრეტული თემები, ქეისები, რომლებიც ღონისძების ფარგლებში  განიხილება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები  „საქართველოს ბანკისთვის“ და არის თუ არა ბანკის ეკოსისტემის ნაწილი Spotlight–ი და სხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც ბანკი სპონსორი ან მხარდამჭერია, წიწუაშვილი განმარტავს,რომ ეს მიმართულება ბანკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …