SkyUp Airlines-ი ქუთაისზე უარს ამბობს და ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს

თბილისი (BPI) – ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს. SkyUp Airlines-ი საანგარიშო პერიოდში, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდისგან განსხვავებით, ქუთაისის მიმართულებით ოპერირებაზე უარს აცხადებს.

AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, რომ SkyUp Airlines-ი კიევიდან ფრენებს განახორციელებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ხარკოვიდან თბილისის მიმართულებით.

კიევი-ბათუმი-კიევი საჰაერო ხაზზე კი SkyUp Airlines-ი რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი და კვირა) განახორციელებს, ხოლო  ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე კი კვირაში ასევე, 2 სიხშირით (სამშაბათი და პარასკევი).კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი რეგულარულ ფრენებს კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიური) განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.ავიაკომპანია ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით ფრენებს Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის – ​​​​​​​ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა 

დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ –  ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა …