საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს – დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკს გამორიცხავს. მინისტრის თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანია და ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით.

„თუ ადამიანი ოდნავ ჩახედული არის საკითხში, ალბათ, ძალიან მკაფიოდ შეიძლება მიიღოს ინფორმაცია, რომ დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, სადაც მსგავსი ტიპის ტრანზაქცია და რისკები გამორიცხულია. საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …