პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით, 86ხმით, 1წინააღმდეგ მიიღო.

ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მათ შორის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და ამ მიზნით იგი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …