სად დარჩა პირბადის გამოყენება სავალდებულო?

დღეიდან საქართველოში პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …